სერვისები --> მორფოლოგია

მორფოლოგია

მორფოლოგია

 

საქართველოში სრულად ავტომატიზირებული პათომორფოლოგიური ლაბორატორია ჩვენს ინსტიტუტში. სადაც მიმდინარეობს  ციტოლოგიური, ზოგადი პათომორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევა.
განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე LEICA-ს ფირმის აპარატურით და ციფრული მიკროსკოპებით.
სრულად ავტომატიზირებული იმუნოჰისტოქიმიური კვლევის აპარატი - LEICA  AUTOSTAINER  BOND MAX -2017 წლის მე-5 სერიის უახლესი მოდელი. მიკროტომი LEICA RM 2255- MICROTOME.  ქსოვილების გამტარი პროცესორი LEICA HistoCore  PEARL – 2017 წლის უახლესი მოდელი და
 LEICA  ფირმის სხვა დამხმარე ტექნიკა რაც აუცილებელია დიაგნოსტიკისათვის

პათომორფოლოგიური ლაბორატორიის უპირატესობები:

შესრულებული სამუშაოს სიზუსტე და ოპერატიულობა . თანამედროვე უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა . პათომორფოლოგიური კვლევების ფართო სპექტრი.
გამოცდილი მაღალკვალიფიციური პათომორფოლოგების  და ლაბორანტების ჯგუფი .

პათომორფოლოგიური ლაბორატორიის მუშაობის ძირითადი მიმართულებებია :


• სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების პათოლოგიური პროცესების სიცოცხლის დროინდელი მორფოლოგიური დიაგნოსტიკა.


• კლინიკო-ანატომიური ანალიზი   პროცესების პროგნოზული შეფასება


• იმუნოჰისტოქიმიური კვლევა ტარდება LEICA-ს ფირმის AUTOSTAINER BOND MAX-ის საშუალებით.
ანტისხეულების ფართო სპექტრის გამოყენებით.


აღნიშნული მეთოდით  ხდება:  
• სიმსივნის ჰისტოგენეზის დაზუსტება.
• პირველადი კერის დადგენა მეტასტაზური დაზიანების მიხედვით.
• სიმსივნის ანაპლაზიის ხარისხის განსაზღვრა
• იმუნოფენოტიპის განსაზღვრა ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების დროს
• ესტროგენისა და პროგესტერონის რეცეპტორების და ონკოგენ C-erbB-2/Her- 2/new განსაზღვრა ძუძუს კიბოს შემთხვევებში.
• სიმსივნური ქსოვილის მგრძნობელობის დადგენა ჰორმონალური და ქიმიოთერაპიული პრეპარატების მიმართ.