სიახლეები --> ვარდისფერი ბაფთა

ვარდისფერი ბაფთა

როგორ გახდა ვარდისფერი იმედისა და ჯანმრთელობის სიმბოლო
დღეს ვარდისფერი ლენტი, არის ძუძუს კიბოს შესახებ და დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო.

   ვარდისფერი ლენტის ისტორია იწყება ამერიკაში 1991 წელს. შარლოტა ჰეილი იყო ერთ-ერთი გადარჩენილი პაციენტი, რომელმაც პირველმა დაიწყო ცნობიერების ამაღლება ძუძუს კიბოს პრევენციის შესახებ. მან ათასობით ბარათი დაარიგა ნიუ-იორკის ქუჩებში, რომელზეც ატმის ფერი ლენტები იყო მიმაგრებული. წერდა გამოჩენილ ქალებს და ყოფილ პირველ ქალბატონებს . დიდი მცდელობის მიუხედავად მისი მესიჯი ზედაპირულად გავრცელდა და შედეგი არ გამოიღო.

   რამოდენიმე ხნით ადრე Susan G. Komen- ის ძუძუს კიბოს ფონდმა პირველმა გამოიყენა ვარდისფერი ფერი, როგორც სიმბოლო ძუძუს კიბოს წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში და 1991 წ. ნიუ-ოირკში გამართულ მარათონის ყველა მონაწილეს გადასცა მუქი ვარდისფერი ბაბთა, მაგრამ ესეთი მაშტაბური რბოლისთვის ეს იყო მხოლოდ პატარა დეტალი, რომელმაც დიდი რეზონანსი არ გამოიწვია.

   სინამდვილეში პოპულარიზაცია ვარდისფერ ბაბთას მოუტანა 1992 წელს, როდესაც Self Magazine შეუერთდა Estee Lauder- ს და მათ გააკეთეს ერთობრივი აქცია. პირველად 1991 წელს Self Magazine– მა გამოსცა ჟურნალი ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების შესახებ, რომელშიც მიწვეული რედაქტორი ეველინ ლაუდერი იყო მთავარი მოქმედი პირი. ქალბატონი ლაუდერი არა მხოლოდ კოსმეტიკური გიგანტის Estee Lauder– ის ვიცე-პრეზიდენტი იყო, არამედ, ის იყო გამოჯანმრთელებული პაციენტი .

   როდესაც 1992 წლის მეორე ყოველწლიური გამოცემის დრო მოვიდა, რედაქტორი ალექსანდრა პენიმ და ქალბატონ ლაუდერმა შეიტყო ჰეილის ატმისფერი ლენტების შესახებ. თვით ჟურნალი Self Magazine– ის მთავარმა რედაქტორმა გადაწყვიტა დაკავშირებოდა ქალბატონ ჰეილის რომ იგი მათი კამპანიის ნაწილი გამხდარიყო , მაგრამ ჰეილიმ თანამშრომლობაზე უარი განაცხადა Self Magazine-ის კომერციული ინტერესების გამო .

   მომდევნო წლებში შარლოტა ჰეილიმ და ეველინ ლაუდერმა განაგრძეს თანამშრომლობა და შექმნეს ვარდისფერი ლენტი . ფერის შექმნა, ვარდისფერი ბაბთის ისტორიაში ყველაზე საპასუხისმგებლო ნაწილი აღმოჩნდა, ეს უნდა ყოფილიყო პირველ რიგში ქალურობის, ელეგანტურობის და იმედის ფერი.
   დღეს უკვე მთელს მსოფლიოში ვარდისფერი ბაბთა აღიქმება ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების სიმბოლოდ.