სიახლეები --> ნოემბერი

ნოემბერი

ნოემბერი - ფილტვის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა.

ფილტვის კიბო მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა.

მრავალი სხვა დაავადებისგან განსხვავებით ფილტვის კიბოს აღმოჩენა ძირითადად ხდება ინციდენტურად, რადგან  დაავადება  საწყის სტადიაზე  მიმდინარეობს ასიმპტომურად.

ნოემბრის თვის  აქტივობის მიზანია, რომ საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ  ფილტვის კიბოს რისკების და მისი წარმოშობის შესახებ, რომ  დაავადების ადრეული გამოვლინება მნიშვნელოვანად გაზრდის წარმატებული მკურნალობის შანსს.

   განსაკუთრებით დღეს, ეს დაავადება საშიში გახდა  COVID-19  პანდემიის დროს. კორონავირუსი ყველაზე მეტად აზიანებს ფილტვების ფუნქციებს და  ამიტომ, ფილტვის კიბოთი დაავადებული პაციენტები  ორმაგი რისკის ქვეშ არიან.  

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის თანახმად მამაკაცებს ფილტვის კიბო 7-10 ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ქალები. ფილტვის კიბოს განვითარების მთავარი რისკფაქტორი არის კანცეროგენური გარემო.

 სტატისტიკის მიხედვით, ამ ტიპის ონკოლოგიური პათოლოგიის მქონე პაციენტების დაახლოებით 90% მწეველია, რადგან თამბაქოს კვამლი შეიცავს  ბევრ კარცეროგენულ ნივთიერებას. ამავე დროს, საშიშია როგორც აქტიური, ისე პასიური მწეველებისთვის.

ფილტვის კიბოს განვითარების რისკფაქტორებია:

  • მოწევა;
  • დაბინძურებული გარემო;
  • საშიშ სამრეწველო დაწესებულებაში  მუშაობა და მუდმივი კონტაქტი  მძიმე მეტალებთან;
  • რადიოაქტიური გამოსხივება;
  • თანმხლები ფილტვების დაავადებები, რომლებიც ქრონიკული გახდა;

 

სიმტომები:

  • ქრონიკული ხველა;
  • ჰაერის უკმარისობა;
  • ხმის ჩახლეჩა;
  • სისხლიანი ნახველი;
  • გულმკერდის ტკივილი;
  • წონის სწრაფი დაკლება.

 

ფილტვის კიბო ძალიან მზაკვრული დაავადებაა, რადგან შემთხვევათა 15% -ში ის არანაირ ნიშანს არ იძლევა.  პირველი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ დაავადებისგან თავის დასაცავად, იცხოვრეთ ჯანსაღად  ცხოვრების წესით,  არაკარცონეგენულ გარემოში  და არ დატოვოთ უყურადღებოდ  არცერთი  ზემოთჩამოთვლილი  სიმტომი.

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი გისურვებთ ჯანმრთელობას!