სიახლეები --> კიბოს გამომწვევი მიზეზები

კიბოს გამომწვევი მიზეზები

კიბოს გამომწვევი მიზეზები.

 ცნობილია, რომ კიბოს გამომწვევი მიზეზებია კარცეროგენული ნივთიერებები, გენეტიკური განწყობა, რადიაცია, ან არაჯანსაღი ცხოვრების წესი. სინამდვილეში ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით მაინც ვერ ვიმსჯელებთ იმაზე თუ რატომ არის, რომ ერთი ადამიანი ავადდება კიბოთი და მეორე  არა  როდესაც ეს ფაქტორები თითქმის თანაბრაზ ზემოქმედებენ ორივეზე.

 თუ ამ ჩამოთვლილი ფაქტორების ზემოქმედება თანაბარია ყველასთან ეს გამოიწვევდა უკლებლივ ყველას ან დიდი ნაწილის დაავადებეას სიმსივნით. დღესთვის არსებობს დიდი სტატისტიკა კიბოთი დაავადებული ადამიანების, მაგრამ მაინც ყველა ადამიანი რომელიც იმყოფება მავნე ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ არ ავადდება კიბოთი, ან პირიქით ავადდება ის ადამიანი რომელიც ნაკლებად არის მავნე გარემო პირობების ზემოქმედების ქვეშ. ერთი სიტყვით მხოლოდ მავნე ფაქტორების ზემოქმედება არ განაპირობებს კიბოთი დაავადების წინაპირობას და პირიქით, ნაკლები ზემოქმედება არ იცავს კიბოთი დაავადებისგან.

იმუნიტეტი-დაავადებისგან  ბუნებრივი დაცვა

უამრავი კვლევა ტარდება კიბოს გამომწვევი მიზეზების დასადგენად, თუმცა ერთი ფაქტი ხშირად უყურადღებოდ რჩება, ადამინების უმეტესობა რომელიც იმყოფება გარემოს მავნე ზემოქმედების ქვეშ, რომელიც არის კარცეროგენების გამომწვევი მიზეზი, არიან ჯანმრთელები.

თანამედროვე თეორიის თანახმად ყველა ორგანიზმში წარმოიქმნება სიმსივნური უჯრედები, იმუნური სისტემა კარგად უმკლავდება მათ, რეცხავს ორგანიზმიდან მანამდე სანამ, რომელიმე ფაქტორი არ აქვეითებს ორგანიზმის ბრძოლის უნარს, რაც იწვევს კიბოს უჯრედების მიმღებლობას. მონაცემების უმეტესი ნაწილი ცხადყოფს, რომ სტრესი ასუსტებს დაავადებასთან გამკლავების მექანიზმებს, რადგან ზემოქმედებს იმუნიტეტზე და ჰორმონალურ ბალანსზე.

უმეტეს შემთხვევაში დაავადების გამომწვევი არის ფსიქოსომატური მექანიზმი, თუ ჩვენ შევძლებთ დავეხმაროთ ინდივიდს გააცნობიეროს, გადალახოს და დამოკიდებულება შეცვალოს, შესაბამისად დადებითად აისახება მის გამოჯანმრთელებისა და შემდგომი რეაბილიტაციის პროცესზე.