სიახლეები --> ლაზეროთერაპიული მკურნალობა

ლაზეროთერაპიული მკურნალობა

პაპილომა ვირუსით განვითარებული გენიტალური მეჭეჭები ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები პათოლოგიაა. მათი გამოვლინება ქალებში უფრო ხშირია ვიდრე მამაკაცებში.
პაპ ვირუსი მიეკუთვნება ონკო ვირუსს,ამიტომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია სპეციალისტთან დროული მიმართვა. საჭიროა დროულად დადგინდეს ვირუსის ტიპი და პაციენტს ჩაუტარდეს სათანადო მკურნალობა.
თანამედროვე მედიცინას აქვს მკურნალობის სხვა და სხვა მეთოდი. შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ქირურგიული და  მედიკამენტოზური, აგრეთვე გამოყენებული იქნას თანამედროვე უსაფრთხო ლაზეროთერაპიული ექსციზიო.

   ლაზეროთერაპია  გენიტალური მეჭეჭების უნივერსალური, უსაფრთო და ეფექტური მკურნალობის მეთოდი .
ლაზეროთერაპიის ეფექტურობას მისი მოქმედების თავისებურება განაპირობებს.
ლაზეროთერაპია მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად იძლევა ეფექტური მართვის საშუალებას,მცირდება რეციდივის რისკი, უმეტეს შემთხვევაში ყალიბდება სრული რემისია.
პროცედურა უმტკივნეულოა,პაციენტს გვერდითი მოვლენები არ აღენიშნება. ამიტომ მკურნალობის ეს მეთოდი ყველაზე უსაფრთხოდ მიიჩნევა.