სიახლეები --> ავტომატიზირებული პათომორფოლოგიური ლაბორატორია

ავტომატიზირებული პათომორფოლოგიური ლაბორატორია

საქართველოში სრულად ავტომატიზირებული პათომორფოლოგიური ლაბორატორია ჩვენს ინსტიტუტში. სადაც მიმდინარეობს ციტოლოგიური, ზოგადი პათომორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევა.

პათომორფოლოგიური ლაბორატორიის უპირატესობები:

შესრულებული სამუშაოს სიზუსტე და ოპერატიულობა .

თანამედროვე უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა .

პათომორფოლოგიური კვლევების ფართო სპექტრი.
გამოცდილი მაღალკვალიფიციური პათომორფოლოგების  და ლაბორანტების ჯგუფი .

პათომორფოლოგიური ლაბორატორიის მუშაობის ძირითადი მიმართულებებია :

• სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების პათოლოგიური პროცესების სიცოცხლის დროინდელი მორფოლოგიური დიაგნოსტიკა.
• კლინიკო-ანატომიური ანალიზი   პროცესების პროგნოზული შეფასება
• იმუნოჰისტოქიმიური კვლევა ტარდება LEICA-ს ფირმის AUTOSTAINER BOND MAX-ის საშუალებით.
ანტისხეულების ფართო სპექტრის გამოყენებით.
აღნიშნული მეთოდით  ხდება:  
• სიმსივნის ჰისტოგენეზის დაზუსტება.
• პირველადი კერის დადგენა მეტასტაზური დაზიანების მიხედვით.
• სიმსივნის ანაპლაზიის ხარისხის განსაზღვრა
• იმუნოფენოტიპის განსაზღვრა ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების დროს
• ესტროგენისა და პროგესტერონის რეცეპტორების და ონკოგენ C-erbB-2/Her- 2/new განსაზღვრა ძუძუს კიბოს შემთხვევებში.
• სიმსივნური ქსოვილის მგრძნობელობის დადგენა ჰორმონალური და ქიმიოთერაპიული პრეპარატების მიმართ.