სიახლეები --> რა მნიშვნელობა აქვს სისხლის კვლევას?

რა მნიშვნელობა აქვს სისხლის კვლევას?

სისხლის საერთო ანალიზი

რას გვიჩვენებს სისიხლის საერთო ანალიზი?

 სისხლი ადამიანის ორგანიზმის სარკეს წარმოადგენს, ის ერთ-ერთი პირველი ასახავს ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ ცვლილებებს. ადამიანმა წელიწადში ორჯერ მაინც  უნდა იკონტროლოს პერიფერიული სისხლის ანალიზი.

კოი-ში სისხლის საერთო ანალიზი სრულდება სრულ ავტომატურ ანალიზატორზე,  ხუთი დიფერენცირების, HumaCaunt5L(გერმანია).

ანალიზატორზე მუშაობა მოწმდება ყოველდღე შიდა და გარე ხარისხის კონტროლით.

ლაბორატორია ჩართულია გარე ხარისხის კონტროლში  -ESFEQA(Evropean  Society  for

    External Quality Assessment)  გერმანია.

 საკვლევი მასალა  k3EDTA -იანი სისხლი.

პაციენტის  სასურველია იყოს  უზმოდ ან მსუბუქად ნასაუზმევი.

         რა მნიშვნელობა აქვს სისხლის კვლევას?

სისხლის საერთო ანალიზით განსაზღვრული პარამეტრები ფიზიოლოგიური და პატოლოგიური ფაქტორების საპასუხოდ განვითარებულ რეაქციას ასახავს, რაც მდგომარეობს ერითროციტების რაოდენობის, ერითროციტებში ჰემოგლობინის შემცველობის,  ჰემატოკრიტის,ლეიკოციტებისა და ლეიკოციტარული ფორმულის, ერითროციტების დალექვის სიჩარის(ედს), თრომბოციტების გამოთვლაში.

 რა დროს იმატებს ან იკლებს თითოეული მაჩვენებელი?

 ერითროციტები წარმოადგენენს  სისხლის ფორმიან უჯრედებს, რომლებიც წარმოიქმნება ძვლის        ტვინში, მათი ძირითადი ფუნქციაა ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის გადატანა.   ერითროციტების რაოდენობის შემცირება ახასიათებს  --   ანემიების,  

სტრესის, შიმშილის,  ძლიერი ფიზიკო- -ემოციური დატვირთვის , რკინისა და ვიტამინების დეფიციტის, სისხლდენების, ორსულობის,

ჰიპერპროტეინემიის, ჰიპერჰიდრატაცის დროს.

 მაღალი ერითროციტები ახასიათებს : ჟანგბადის მაღალი დონე, გულისა და თირკმლის დაავადებები, ჰემოგლობინოპათია, სიმაღლეზე ყოფნა, ფილტვის სხვადა სხვა დაავადებები, ძილის აპნოე, ნიკოტინზე დამოკიდებულება(მოწევა).მიელოპროლიფერაციული დაავადებები.

როცა ერითროციტებს განვიხილავთ ასევე აუცილებელია განისაზღვროს MCV,MCH, HCT, MCHC. განვიხილოთ თითოეული მათგანი.MCV--ერითროციტების საშუალო მოცულობა, გვიჩვენებს ერითროციტების ზომას.

  MCH --ჰემოგლობინის საშუალო შემცველობა. ერითროციტში  გვიჩვენებს  ჰემოგლობინის საშუალო კონცენტრაციას.

მაღალია- მაკროციტული და მეგალოციტური ანემიების,  ლეიკოზების,ციტოსტატიკური პრეპარატების მიღებისას.

ქვეითდება რკინადეფიციტური ანემიის, თალასემიის, სიდერობლასტური ანემიის, ავთვისებიანი სიმსიბნეების დროს.

MCHC - ჰემოგლობინის საშუალო კონცენტრაცია- MCHC გვიჩვენებსჰემოგლობინის საშუალო კონცენტრაციას ერითროვიტებში.იგი ასახავს ერითროციტის  ჰემოგლობინით გაჯერების ხარისხს და მნიშვნელოვანია ანემიების თერაპიის დროს

HCT- ჰემატოკრიტი - პლაზმის და ფორმიანი ელემეტების (განსაკუთრებით ერითროციტების) მოცულობათა შეფარდებაა. იგი დამოკიდებულია ერიტროციტების რაოდენობაზე და მოცულობაზე.

მაღალი ჰემატოკრიტი ახასიატებს, ერიტროციტოზებს, ფილტვის ქრონიკულ დაავადებებს, სიმაღლეზე ყოფნას.

დაბალი ჰემატოკრიტი გვხვდება ანემიების დროს, ცირკულირებადი პლაზმის მოცულობის გაზრდა.  ჰიპერპროტეინემია, ჰიპეჰიდრატაცია, ორსულობა-უფრო ხშირად მეორე ტრიმესტრში გვხვდება.

ჰემოგლობინი                                        

ჰემოგლობინი ერითროციტების შემადგენელი ცილაა. შედგება ჰემისა და გლობინისაგან, იგი ახორციელებს ჟანგბადის რტანსპორტირებას ფილტვებიდან ქსოვილებში და ასევე ქსოვილებიდან ფილტვებში.

მაღალი ჰემოგლობინი ახასიათებს : ფილტვის დაავადებას , გაუწყლოვანებას,თამბაქოს ხშირ მოხმარებას, ხშირ ღებინებას, ფიზიკური დატვირთვას.

დაბალი ჰემოგლობინი ახასიათებს: მწვავე პოსტჰემორაგიული, რკინადეფიციტური და ჰიპოაპლასტიური ანემიები, B12  ვიტამინის დეფიციტი,სხვა და სხვა ჰემოგლობინოპათიები, სისხლდენა, ლეიკემია, თირკმლის და ღვიძლის დაავადება, ჰიპოთირეოზი, თალასემია, ქიმიოთერაპიით  ან სხივური თერაპიით გამოწვეული ანემიები.

 ლეიკოციტარული ფორმულა

ეს ანალიზი მოიცავს ნეიტროფილებს,  ჩხირბირთვიან და სეგმენტბირთვიან  ნეიტროფილებს, ლიმფოციტებს, მონოციტებს, ეოზინოფილებსა და ბაზოფილებს.

მაღალი ჩხირბირთვიანი ნეიტროფილი ახასიათებს, მწვავე ინფექციებს, ქრონიკულ ლეიკოზს,ავთვისებიანი სიმსივნეებს, ინფექციური დაავადებებს, შოკი, მიოკარდიუმის ინფაქტს, დიაბეტური კეტოაციდოზს.

ნეიტროპენია დამახასიათებელია: ქიმიოთერაპია, ლეიკემია, რადიაციული თერაპია,

ზოგიერთი ანთების საწინააღმდეგო  პრეპარატების გამოყენებისას.

მაღალი ნეიტროფილოზი დამახასიატებელია ბაქტერიული და ზოგიერთი ვირუსული, პარაზიტული, მწვავე ანტებითი პროცესების, ინტოქსიკაციების, სისხლის დაავადებები, კორტიკოსტეროიდების მიღების , განსაკუთრებით მიელოლეიკოზის დროს.

ლიმფოციტები

ლიმფოციტოზი ახასიათებს ანთებას, იმუნური დაავადებები, ტუბერკულოზი, სიფილისი, მალარია, მუცლის ტიფი, სისხლის ან ლიმფური სისტემის კიბო, აუტოიმუნური დაავადებები, ციტომეგალოვირუსი, ჰეპატიტებს, და სხვა ვირუსულ ინფექციებს.

ლიმფოპენია- გრიპი, ჰეპატიტი,შიმშილი, ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, ქიმიოთერაპია ან სხივურითერაპია, გარკვეული ქრონიკული ინფექციები, მაგალითად, შიდსი, ტუბერკულოზი, ზოგიერთი სიმსივნე, ლეიკემია და ლიმფომები.

მონოციტოზი- ინფექციების საპასუხო რეაქცია, აუტოიმუნური დარღვევების დროს, სისხლის დაავადებების და გარკვეული სიმსივნეების დროს, ქირურგიული ჩარევების შემდეგი პროცესი.

მონოციტოპენია:კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა, სისხლძარღვთა ინფექციები, ქიმიოთერაპია, ძვლის ტვინის დაზიანება.

ეოზინოფილია ახასიათებს- ალერგიულ რეაქციებს,  ჰელმინთოზებს(ჭიებს). ტრავმისა და სტრესის ფონზე ყალიბდება ანეოზინოფილია(  სისხლში ეოზინოფილების არ არსებობა).

 ბაზოფილები მატულობს სიმსივნეების, ქიმიური  და სხივური დამწვრობების დროს.

თრომბოციტები- სისხლის შედედებაში მონაწილე უჯრედებია, წარმოიქმნება ძვლის ტვინში და 7-10 დღე ცოცხლობს.მონაწილეობს სისხლის შედედებაში, აქვს ანგიოტროფული ფუნქცია, ახდენს შედედების ფაქტორების ტრანსპორტირებას, უზრუნველყოფს სისხლძარღვის სპაზმს.

 თრომბოციტოპენია _ თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითებაა. თრომბოციტოპათია- მათი ფუნქციის დარღვევაა- სისხლდენისადმი მიდრეკილებაზე მიუთითებს, მომატება კი თრომბოზულ გართულებაზე.

ერითროციტების დალექვის სიჩქარე(ედს-ი)  ორგანიზმის საერთო ბიოლოგიური მდგომარეობის მაჩვენებელია. იგი არ არის სპეციფიური რომელიმე დაავადების მიმართ, ზოგჯერ მისი ცვლილებათა  დინამიკას ხშირად დიაგნოსტიკური და პროგნოზული მნიშვნელობა აქვს. ედს-ის მაჩვენებელი დამოკიდებულია ერითროციტების რაოდენობაზე, მოცულობაზე, პლაზმის ცილების ალბუმინისა და გლობულინების შემცველობაზე. ანემიების დროს სწრაფად ილექება, ერითროციტოზის დროს პირიქით.ფიზიოლოგიურად ედსი იმატებს ორსულობისას, შიმშილის დროს, ვაქცინაციის შემდეგმ.

    ედს-ის მომატების მიზეზი შეიძლება იყოს:მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები(პნევმონია, ოსტეომიელიტი, ტუბერკულოზი, სიფილისი და სხვა.) მიოკარდიუმის ინფაქტი, მოტეხილობების და ტრავმების შემთხვევები,ანემია, თირკმლის და სხვა ორგანოების პათოლოგიები, ოპერაციის შემდგომი პერიოდი, ქიმიოთერაპიის, ონკოლოგიური დაავადებების დროს.

        გისურვებთ ჯანმრთელობას!