სიახლეები --> ფსიქოლოგიური თანადგომა

ფსიქოლოგიური თანადგომა

  ადამიანის ემოცია და ინტელექტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც დაავადაების აღქმაში ასევე მისგან განთავისუფლება, განკურნებაში. დაავადებები არ არის მხოლოდ ფიზიოლოგიური, იგი მთლიანი ადამიანის არსების პრობლემაა - არა მხოლოდ ფიზიკური სხეულის,  არამედ ფსიქიკის და სულის მდგომარეობაა.

   ჩვენს კლინიკაში პირველად საქართველოში  დაინერგა პაციენტების ფსიქოლოგიური თანადგომის სერვისი  და  უკვე ერთი წელია საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. უამრავი კმაყოფილი და მადლიერი    პაციენტი.

ეს ჩვენთვის  ყველაზე მნიშვნელოვანია.

კლინიკაში ყოველდღიურად უამრავი წერილები შემოდის, ძირითადად სამადლობელი შინაარსის. გვინდა გაგაცნოთ ერთ-ერთი მათგანი.

 

„მოგესალმებით, მინდა გაგიზიარო ჩემი გამოცდილება. ივნისის დასაწყისი იყო რომ თავი შეუძლოთ ვიგრძენი. ჩავიტარე გამოკვლევები და პასუხი იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი. მჭირდებოდა ოპერაცია. საკმაოდ მძიმე  ფსიქოლოგიური მდგომარეობაში ჩავარდი. მკურნალმა  ექიმმა, აბო გაჩეჩილაძემ  გამაცნო კლინიკის ფსიქოლოგი - მარი ქუთათელაძე. ჩემდა საბედნიეროდ აღმოვჩნდი ისეთ კლინიკაში სადაც ფსიქოლოგიური მხარდაჭერის  სერვისით სარგებლობა  შემეძლო, თან სრულიად უსასყიდლოდ.  

 - შეხვედრაზე ვუსმენდი ქ-ნ მარის   და  ვფიქრობდი მარტო ჩემს დიაგნოზზე, თან თავში გამიელვა აზრმა - დღეს მარისთვის მერამდენე პაციენტი ვარ,  მისი სამსახურიც ეგაა მოუსმინოს და დაამშვიდოს პაციენტი, მაგრამ შეხვედრის ბოლოს ქ-ნ მარიმ გადმომცა პირადი ნომერი და მითხრა რომ დღე-ღამის  ნებისმიერ მონაკვეთში შემეძლო  დამერეკა. მახსოვს დილის 6 საათზე როგორ მესაუბრა და  გადამაფიქრებინა სასწრაფოს გამოძახება. მომდევნო ვიზიტზე კი დამპირდა რომ ხელს ჩამკიდებდა და ისე შემიყვანდა საოპერაციოში. მართლაც ასე მოხდა და მეტიც ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ პირველი მარის ვიკითხე.

     ძალიან კმაყოფილი ვარ რომ შევხვდი სწორ ფსიქოლოგს, რომელმაც ზუსტათ იცის როგორ დაეხმაროს პაციენტს, ამიტომ ჩემი რჩევა იქნება არასოდეს თქვათ უარი  ამ დახმარებაზე და ბოლოს სიტყვები რომელიც მარიმ მასწავლა:

„ღმერთო მომეცი ძალა მივიღო ის რისი შეცვლაც  არ შემიძლია,

გამბედაობა  შევცვალო ის რისი შეცვლაც შემიძლია

და სიბრძნე განვასხვაო ერთი მეორესგან.“