სიახლეები --> ციტოლოგიური კვლევა

ციტოლოგიური კვლევა

ციტოლოგიური კვლევა

  • წინასაოპერაციო დიაგნოსტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია.
  • განსაზღვრავს დაავადების ბუნებას უჯრედულ დონეზე: სიმსივნური თუ არასიმსივნური, კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი.
  • დიაგნოსტიკის სწრაფი, ნაკლებად ინვაზიური და ეკონომიურად ეფექტური მეთოდია.

 

 

მითები და რეალობა ციტოლოგიური კვლევის შესახებ

 

  • მითია, რომ ციტოლოგიური კვლევა იწვევს სიმსივნური წარმონაქმნის სტრუქტურულ ცვლილებას და სიმსივნის სწრაფ გავრცელებას.
  • რეალობაა ის, რომ ციტოლოგიური კვლევის სპეციფიურობა (ჭეშმარიტი უარყოფითი დიაგნოზის ალბათობა)  ქსოვილური ნიმუშის კვლევასთან შედარებით შეადგენს 70-90%-ს; ხოლო მგრძნობელობა (ჭეშმარიტი დადებითი დიაგნოზის ალბათობა) შეადგენს 96 %-ს . ციტოლოგიური კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არაპალპირებადი წარმონაქმნის დიაგნოსტიკისთვის.
  • მითია, რომ ციტოლოგიური კვლევისთვის აუცილებელი  ბიოლოგიური მასალის აღების პროცესი არის ძალიან მტკივნეული (გამონაკლისი შემთხვევების გარდა).
  • რეალურად ეს არის ძალიან ხანმოკლე (დაახლოებით 10-15 წამიანი) პროცედურა უსიამოვნო შეგრძნების თანხლებით, რომელიც სრულდება მანიპულაციასთან  ერთად.
  • მითია, რომ თუკი მკურნალმა ექიმმა დაგინიშნათ ციტოლოგიური გამოკვლევა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ აუცილებლად გაქვთ „საეჭვო“ წარმონაქმნი.
  • სინამდვილეში  ციტოლოგიური  კვლევა  გამოიყენება საკმაოდ  ხშირად  მოცულობითი  წარმონაქმნის  არსებობის  შემთხვევაში. მაგალითად, თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით  ფარისებრი ჯირკვლის ნებისმიერი კვანძი, რომლის დიამეტრი მეტია ან აღემატება 1 სმ-ს, საჭიროებს პუნქციურ ბიოფსიას და ა. შ.

 ყოველთვის არ არის აუცილებელი ჩხვლეტით ან ანაფხეკით გამოსაკვლევი ნიმუშის მიღება, ხანდახან მინის შეხებით აღებული  ანაბეჭდის გამოკვლევაც  კი საკმარისია, ისევე როგორც, მხოლოდ შარდის ნალექის შესწავლა.

2-3 ათეული წლის წინ ციტოლოგიური კვლევის შესაძლებლობები ხშირად ამოიწურებოდა აღწერილობითი დიაგნოზით. დღეს კი  დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების ინტეგრირებული გამოყენება შესაძლებლობას გვაძლევს დაისვას სწორი დიაგნოზი შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში.

სწორი დიაგნოზი კი კორელაციაშია სწორად შერჩეულ მკურნალობასთან.

ჩვენ,  პაციენტებთან  ერთად  ვიბრძვით სიმსივნური დაავადებების დასამარცხებლად!