სიახლეები --> ლაქტაციური და არალაქტაციური მასტიტები

ლაქტაციური და არალაქტაციური მასტიტები

ლაქტაციური და არალაქტაციური მასტიტები

ლაქტაციური მასტიტი არის,  ძუძუს  ლოკალურად განვითარებული ჩირქოვანი  კერა, ამ დაავადების მთავარი მიზეზია, ძუძუში რძის შეგუბება, სარძევე სადინარების  დახშობა და მათი არასრული დაცლა.

ამ პროცესს თან ერთვის დვრილების  ( ძუძუს თავის) ნახეთქების არსებობა. ამ ნახეთქებიდან ხშირად ხდება რომელიმე ბაქტერიის (სტაფილოკოკის,  სტრეპტოკოკის, კორინებაქტერიის)   შეჭრა და იწყება ამ უბნის ანთებითი პროცესი ანუ მასტიტი.

პროცესი ძირითადად ცალმხრივია.

კლინიკურად გამოხატულია:

  • ძუძუს ზომაში მატება,
  • კანის სიწითლე,   
  • კანის გასქელება,
  • ტემპერატურული რეაქცია 38-40 C
  • ტკივილი და დისკომფორტი ლოკალურად ს/ ჯირკვალში.

არალაქტაციური მასტიტი -ძუძუში   მიმდინარე ანთებითი  პროცესია, რომელიც არ არის დაკავშირებული მშობიარობასა და ძუძუთი წოვების პერიოდთან.

დაავადება  ხშირად გხვდება 30-50  წლის   ასაკში   და უფრო იშვიათად  20 წლამდე ასაკის ქალბატონებშიც. 

 არალაქტაციური მასტიტი ხასიათდება დაზიანებული ადგილის  იმუნოკომპეტენტური უჯრედების დაგროვებით  -  ამ პროცესში  მონაწილეობენ მაკროფაგები, ნეიტროფილები, ლიმფოციტები.

მასტიტის გართულებამ შეიძლება გამოიწვიოს ლიმფადენიტი, ფლეგმონა, ს/ ჯირკვლის განგრენა.

 არალაქტაციურ    მასტიტებს შორის ხშირია  მასტიტის გრანულომატოზური  ფორმა, რომელიც კორელაციაშია  აუტოიმუნურ დაავადებებთან .

 პროცესი აქაც ცალმხრივია, იშვიათად გვხვება ორივე ძუძუში, კლინიკურად ახასიათებს ს/ ჯირკვლის ზომაში მატება, კანის სიწითლე, ლოკალური უბნის გამკვრივება, კანის გასქელება, მაღალი ტემპერატურა, ძლიერი ხასიათის ტკივილი ს/ ჯირკვალში.

დიაგნოსტიკა - მამოლოგის კონსულტაცია, ძუძუს ულტრასონოგრაფია , მამოგრაფია, ასპირაციული ბიოფსია და ციტოლოგია, პუნქტატის  ბაქტერიოლოგიური ანალიზი.

მკურნალობა - როგორც    მედიკამენტური ( ანტიბიოტიკები , არასტეროიდები,  იმუნომოდულატორები, ჰორმონები ) ასევე ქირურგიული გზით  -  ტარდება  დაზიანებული უბნის ფართოდ ამოკვეთა.

 დაავადებას ახასიათებს რეციდივის მაღალი ალბათობა, პროგნოზი კეთილსაიმედოა, სასურველია  მკურნალობის ტაქტიკის დროული და სწორი შერჩევა.