სიახლეები --> ფსიქოლოგიური თანადგომა

ფსიქოლოგიური თანადგომა

სიმსივნის  მქონეადამიანებისფსიქოლოგიურითანადგომა

სიმსივნის დიაგნოზი  გამოსავალის მიხედვით მძიმე პათოლოგიათა რიცხვს განეკუთვნება და ერთ-ერთი წამყვანი  ადგილი  უჭირავს.

  ეს არის დიაგნოზი რომელიც წარმოადგენს როგორც სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებას ასევე ჯანმრთელობის სერიოზულ ქრონიკულ მდგომარეობას.  მკურნალობა დიდი გამოწვევაა პაციენტებისათვის და მათი ახლობლებისთვის, რადგან ხშირ შემთხვევაში მოითხოვს როგორც ოპერაციას, ასევე სხივურ და ქიმიო-თერაპიიის კომბინაციებს თვეებისა და წლების განმავლობაში, რაც იწვევენ სხვადასხვა ფიზიკურ და ემოციურ პრობლემებს როგორიც არის:  ფიზიკური სტრესები ჯანმრთელობის გაუარესება, შეზღუდული შესაძლებლობები, დაღლილობა, ტკივილი, ფინანსური პრობლემა, სოციალური პრობლემები, შესაბამისად  არ არის გასაკვირი, ფსიქოლოგიური დისტრესი  როგორიცაა დეპრესიული გუნება-განწყობა და მაღალი შფოთვა რომელიც ასე ხშირია სიმსივნის  დიაგნოზის მქონე პაციენტებში. 

  მიუხედავად იმისა, რომ   პაციენტების უმრავლესობას და მათ ოჯახის წევრებს ნორმალური ფსიქოლოგიური ფუნქციონირება ახასიათებთ, დისტრესული ფსიქოლოგიური მდგომარეოები მაინც დამახასიათებელია და საერთოა ონკოლოგიური პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. ფსიქოლოგიური დისტრესის სიჭარბე დამოკიდებულია რამოდენიმე ფაქორზე: სიმსივნის ტიპზე, დიაგნოზის დასმიდან დროის გასვლაზე, ფიზიკურ და როლურ გაუარესებაზე, ტკივილის სიმძლავრეზე და ოდენობაზე, პროგნოზზე და სხვა ცვალilebebზე. შფოთვა, განწყობის აშლილობა, სხეულის ხატზე წუხილი, კომუნიკაციური და სხვა სახის პრობლემები საერთოა სიმსივნით  დაავადებული პაციენტებისათვის.  შეიძლება განიცდიდნენ გენერალიზირებულ წუხილს, შფოთვას, შიშს მომავალთან დაკავშირებით, გეგმების დაწყობის უუნარობას და შეუძლებლობას, დაურწმუნებლობას და მაღალ მოწყვლადობას, რეციდივის შიშს, ცვლილებებს სექსუალრ-რეპროდუქციულ ფუნქციონირებაში, ოჯახში ან სხვა ურთიერთობებში სოციალური როლის ცვლილებებს.

 ამას გარდა სიმსივნის მქონე  პაციენტები პირისპირ დგებიან სულიერი და ეგზისტენციალური პრობლემების წინ, რომელიც მოიცავს მათ რწმენას, ღმერთის აღქმას  სიკვდილის შესაძლებლობას და საზრისს.

      მსოფლიო წამყვან ქვეყნებში სიმსივნის  პრობლემების მქონე პაციენტებზე ზრუნვის გამოცდილებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყნებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტზე ზრუნვის ხარისხს, რომელშიც მოიაზრება არა მარტო სამედიცინო არამედ ფსიქოლოგიური, სოციალური და ფიზიკური მხარეები. კიბოს პრობლემების მქონე ადამიანების საჭიროებების შეფასება ამ ქვეყნების საავადმყოფოებში ყოვრლდღიური საქმიანობის ნაწილია. მიღებული ინფორმაცია ეხმარება სამედიცინო პერსონალსა და საავადმყოფოს ადმინისტრაციას გააუმჯობესოს სამედიცინო მომსახურებისა და ზოგადად პაციენტზე ზრუნვის ხარისხი. ფსიქოლოგიურ ასპექტზე მუშაობა  კიბოს  პრობლემების მქონე პაციენტებთან გავლენას ახდენს სიმსივნურ დაავადებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გავრცელებულ სტიგმასა და სტერეოტიპებზე. როგორც სამედიცინო მომსახურების ხარისხზე ზრუნვა, ისე აქტიური ფსიქოლოგიური საქმიანობა ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმირებულობის გაზრდას ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რაც  კიბოს დაავადებათა პრევენციის ხელშემწყობი ფაქტორია.

     დღესდღეისობით საქართველოში სიმსივნის  პრობლემების მქონე ადამიანებზე ზრუნვა გულისხმობს მხოლოდ სამედიცინო ასპექტს, ამ ადამიანების ფსიქოლოგიური და სოციალური  საჭიროებების გამოვლენა, შეფასება, მათზე ზრუნვა ნაკლებად ხორციელდება.

      ფსიქოლოგიური თანადგომის  სერვისი მნიშველოვანი კომპონენტია ონკოლოგიური  პრობლემის მქონე ადამიანებისთვის.