სიახლეები --> პროსტატის კიბო

პროსტატის კიბო

პროსტატის კიბო ერთ-ერთი გავრცელებული ონკოუროლოგიური დაავადებაა. მისი გამოვლინების სიხშირე მამაკაცთა ასაკის მატებასთან ერთად განუხრელად მატულობს.

    უკანასკნე წლებში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა პროსტატის სკრინინგისა და დიაგნოსტიკის კუთხით, რამაც ადრეული სტადიების გამოვლენა გახადა შესაძლებელი. ამ სტადიებში ონკოლოგიური დაავადებისგან ავადმყოფების სრული განკურნება დღეს უკვე რეალობად აქცია.

დროული ქირურგიული ჩარევა,გვაძლევს  პასიენტის საბოლოო განკურნების შედეგს.

ამ დაავადების პროგრესირების შედეგად  ავადმყოფთა სიკვდილიანობა საკმაოდ მაღალია,ამიტომ  უაღრესად მნიშვნელოვანია კიბოს  საწყის სტადიაზე გამოვლენა,პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (პსა) განსაზღვრა და ტრანსრექტუალური ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება.

მსოფლიოს განვითარებულ ქვეყვენში პროსტატის კიბო მამაკაცებში მეორე ადგილზე დგას ფილტვის  კიბოს შემდეგ.

პროსტატის კიბო სხვა ავთვისებიანი სიმსივნისგან ყველაზე მეტად  იმით განსხვავდება , რომ სიმსივნური უჯრედები შეიძლება  წლების განმავლობაში  არააქტიური“მთვლემარე“ მდგომარეობაში  იყოს.ასაკოვან პაციენტებში  პროსტატის კიბო ნელი ზრდით ხასიათდება და ამიტომ ყოველთვის არ  განაპირობებს რამე გართულებას,ახალგაზრდებში კი იგი ძალზე სწრაფად პროგრესირებს.

პროსტატის  კიბო 50წლამდე ასაკში ძალიან იშვიათად გვხვდება.მისი განვითარების მიზეზი ცნობილი არაა,თუმცა უდავოა ზოგიერთი ფაქტორის გავლენა , როგორიცაა ასაკი,მემკვირდრეობა,გარემო ფაქტორი, კვების რეჟიმი.მაგ:თუ  თქვენს მამას ან ძმას ჰქონდა პროსტატის კიბო,თქვენი დაავადების რისკი ორჯერ მაღალია. დაკვირვების შედეგების მიხედვით პაციენტის წარმომავლობას შორის.მაგ:ცნობილია, რომ იგი განსაკუთრებით ხშირია შავ კანიან მამაკაცებში,ხოლო აზიური წარმომავლობის  პაციენტებში -საკმაოდ იშვიათია.ასევე ცნობილია , რომ მამაკაცები  რომლებიც  უცხიმო და მცენარეულ საკვებს  მიირთმევენ, პროსტატის კიბოთი გაცილებით იშვიათად ავადდებიან.ჩრდილოეთის ქვეყნებში, სადაც ულტრაიისფერი გამოსხივება საგრძნობლად დაბალია უფრო ხშირად  ავადდებიან პროსტატის კიბოთი, ვიდრე სამხრეთის ქვეყნებში მცხოვრები მამაკაცები.

საწყის სტადიაში პროსტატის კიბოს რაიმე განსაკუთრებული ნიშნები და გამოვლინებები არ აქვს. პროსტატის კიბო და პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სიმპტომები  მეტ-ნაკლებად ერთმანეთს ემთხვევა და ხასიათდება: გაძნელებული მოშარდვის აქტით,წყვეტილი, გახშირებული  მოშარდვით, განსაკუთრებით ღამით,ტკივილი მოშარვის დროს.ტკივილი ხერხემალში,მენჯსა და ქვედა კიდურებში,შარდსა და ეაკულატში სისხლის შემცველობით, ერექციის დაქვეითებით ან იმპოტენციით.ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების შემჩნევისთანავე აუცილებლად უნდა მიმართოს  უროლოგს. ამასთან, უნდა გახსოვდეთ, რომ ხშირად პროსტატის გადიდება სრულებითაც არ  არის  კიბოს მაჩვენებელი და სიცოცხლისთვის საშიში.