სიახლეები --> კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე.

კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე.

გადაარჩინე შენი სიცოცხლე! Saving your lives!

4 თებერვალი.  კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი უერთდება ამ დღეს და  გთავაზობთ უფასო პირველად კონსულტაციას მაღალკვალიფიციურ ექიმებთან.

მამოლოგი.

გინეკოლოგი.

ენდოკრინოლოგი.

უროლოგი.

ონკო-ქირურგი.

ეს დღე კიბოს საწინააღმდეგო საერთაშორისო კავშირმა 2005 წელს დააფუძნა.

მსოფლიოში ყოველწლიურად  სიმსივნით რამოდენიმე მილიონი ადამიანი იღუპება.

საქართველოში  სიკვდილის გამომწვევ დაავადებათა შორის სიმსივნე  რიგით მეორე ადგილზე.

ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით,წელიწადში 4 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი თუ მოსახლეობა მეტად იქნება  ამ   დაავადების შესახებ ინფორმირებული.

ახალი კვლევებისა და ინოვაციური მეთოდების დანერგვით კიბოსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება. დღეს უფრო მეტი ვიცით კიბოს შესახებ ვიდრე ოდესმე. კიბოს შესახებ ცოდნის ამაღლება საბოლოოდ შეცვლის ჩვენს დამოკიდებულებას და შეამცირებს შიშს ამ დაავადების მიმართ.

კიბოს დასამარცხებლად,ყველაზე მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა  და მკურნალობის სწორი სტრატეგიის  განსაზღვრა .